როგორ გაიგო მედიამ, რა თანხა დევს ბაჩალიაშვილის ანგარიშზე?! - ადვოკატი პროკურატურას მიმართავს

გამოქვეყნდა:

საიდან მოხვდა მედიაში თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინფორმაცია მის ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ, რომელზეც წვდომა მხოლოდ გამოძებას აქვს?! ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი "პოსტ ფაქტუმის" ჟურნალისტთან, დათო აბრამიშვილთან ინტერვიუში ამბობს, რომ პროგრამისტის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის შესახებ არ იცოდა და ეს მხოლოდ გუშინ, საგამოძიებო უწყებაში გაიგო. მისივე თქმით, ხვალ პროკურატურას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს. 

წავიკითხე ის მოთხოვნები, რაც გაგზავნილია და თუ ისე გავიდა საგამოძიებო ორგანოებიდან, რომ ჩემამდე არ მოსულა და მე გუშინ გამაცნეს და გუშინ ვნახე ჩემი თვალით, მაშინ, აღარ დავასრულებ იმ სიტყვას, რა სიტყვაც ამას მოყვება, როდესაც მე ხვალ მივალ და იქ დამხვდებიან მთელი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები და პასუხის გაცემა მოუწევთ, საიდან აღმოჩნდა ტელევიზიაში და გადაცემებში აღნიშნული ინფორმაცია, - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე 75 000 ლარი ფიქსირდებოდა. 

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის გოგო თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გუშინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

ცნობისთვის, 25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად სცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი