ამ წუთებში შსს-სთან დავით ქაცარავას ადვოკატი და ახლობლები იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნა ქაცარავას მეუღლესა და შვილზე თავდამსხმელების სასწრაფოდ დაკავებაა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა დამნსშავეები ჯერ იდენტიფიცირებულები არ არიან.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქაცარავას მტკიცებით, მის მეუღლესა და შვილზე პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფების ალტ-ინფოს წევრებმა იძალადეს. მათ თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის მეღულე საწვავის ჩასასხმელად ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერდა. დამნაშავეებმა ჩაამტვრიეს მანქანის შუშები და ბავშვის ავტომობილიდან გადათრევას ცდილობდნენ.

ავტორი: საბა ბუაძე

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი