ჩეხეთის პრეზიდენტი უკრაინას აპრილში ეწვევა

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის პრეზიდენტი უკრაინას აპრილში ეწვევა, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა მარკეტა რეხაკოვამ პაველისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის შემდეგ განაცხადა.

"განვიხილეთ პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტი უკრაინაში და შევთანხმდით, რომ ეს აპრილში განხორციელდება. საუბარი იყო ასევე ჩეხეთის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ უახლოეს თვეებში", - თქვა რეხაკოვამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი პაველს ტელეფონით ესაუბრა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი