"ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმეს მიეცა მსვლელობა... ამ ეტაპის მიზანი მიღწეულია", - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.
ჩემს ოჯახზე, მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე თავდასხმის საქმეზე, რომელიც დღეს საღამომდე იყო ფაქტობრივად გაჩერებული, შსს მინისტრის რეზოლუცია დაედო, რომლის მიხედვითაც საქმეს მიეცა მსვლელობა.
ამ ეტაპის მიზანი მიღწეულია.
მოძალადეები აუცილებლად დაისჯებიან.
დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ასეულობით ადამიანს, ვინც ხვალ აპირებდა გამაფრთხილებელ შეკრებაზე მოსვლას და მხარდაჭერას.
ამ მუხტმა და მზაობამ მიაღებინა შესაბამისი გადაწყვეტილება შსს, რისთვისაც მადლობას ვუხდი.
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!, - წერს ქაცარავა.
იხილეთ ასევე: