9 ქვეყანა უკრაინაში Leopard-ის 150-ზე მეტი ტანკის გაგზავნას გეგმავს - ოსტინი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, 9 ქვეყანა უკრაინისთვის Leopard-ის 150-ზე მეტი ტანკის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შემხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა გამოავლინეს გამორჩეული ლიდერობა იმ შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ბრძოლის ველზე იმპულსის გასაძლიერებლად.

იზრდება კოალიცია იმ ქვეყნების, რომლებიც უკრაინას ლეოპარდის ტანკებით უზრუნველყოფენ. ახლა 9 ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ უზრუნველყოფს 150-ზე მეტ Leopard-ის ტანკს", - თქვა ოსტინმა.

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, იგივე რამშტაინის ფორმატის მე-10 შეხვედრა, ამ წუთებში მიმდინარეობს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი