პუტინი სამხედრო დამნაშავეა - ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტზე დაკავების საერთაშორისო ორდერია გაცემული. ჰააგის ტრიბუნალმა კრემლის ლიდერი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებაში დამნაშავედ სცნო. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო დიდი შვიდეული წევრი ქვეყნისა და მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერის დაპატიმრებას მოითხოვს

კრემლის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებისა და ვლადიმერ პუტინზე დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ რუსეთიც და ვლადიმერ პუტინიც უკიდურეს იზოლაციაში ექცევა. კრემლის ლიდერი ამიერიდან ღიად გამოცხადდა კრიმინალად და მასთან პოლიტიკური ურთიერთობა სრულიად შეუძლებელი ხდება. დიქტატორის გარდა სასამართლო იმავე საქმის ფარგლებში იწყებს მარია ლვოვა-ბელოვას სამართლებრივ დევნასაც, რომელიც რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი