ყველა ხელმომწერი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს დაკავების გადაწყვეტილება - ICC-ის პრეზიდენტი პუტინის დაკავების ორდერზე

გამოქვეყნდა:

დაკავების ორდერი არ არის ჯადოსნური ჯოხი, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი სამართალწარმოებისას ორდერის შემაკავებელი ეფექტის - განუცხადა CNN-ს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა პიოტრ ჰოფმანსკიმ.

მან პუტინის დაკავების ორდერი ერთგვარ სანქციას შეადარა.

"არსებობს 123 ქვეყანა, მსოფლიოს ქვეყნების ორი მესამედი, სადაც ის უსაფრთხოდ არ იქნება”, - თქვა ჰოფმანსკიმ.

კითხვაზე, სთხოვს თუ არა ICC ხელმომწერ ქვეყნებს პუტინის დაპატიმრებას, თუ ის მათთან ჩავა, ჰოფმანსკიმ  ICC-ის წესდება მოიშველია: „ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ დაკავების გადაწყვეტილება."

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ  [ICC] 17 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება.

პუტინის დაპატიმრება მსოფლიოს 123 ქვეყანაშია შესაძლებელი - სწორედ ამდენი ქვეყანაა რომის სტატუტის წევრი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება. თავად რუსეთს   რომის სტატუტი რატიფიცირებული არ აქვს

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი