რუსეთი უკრაინაში ბავშვებს დააბრუნებს, როცა ეს უსაფრთხო იქნება - ნებენზია

გამოქვეყნდა:

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზია ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში ბავშვებს მაშინ დააბრუნებს, როცა ეს "უსაფრთხო იქნება".

ნებენზიას თქმით, უკრაინიდან ბავშვების გამოყვანისას რუსეთის მთავრობას სურდა, "დაეცვა ისინი საფრთხისგან, რომელიც შესაძლოა სამხედრო მოქმედებებს გამოეწვია".

"როცა პირობები უსაფრთხო იქნება, რა თქმა უნდა, რატომაც არა", - უპასუხა ნებენზიამ სააგენტო Tass-ის შეკითხვას დააბრუნებენ თუ არა ბავშვებს.

როგორც გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რუსეთში ძალით გაგზავნილ ბავშვების საკითხზე საერთაშორისო რეაგირება "სრულად გადაჭარბებულია".

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინს ბრალად ედება 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია. ორდერი გაიცა რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.  

მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს, გაცემულ ორდერს გმობს და აცხადებს, რომ ქვეყანა ICC-ის იურისდიქციას არ ცნობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი