გიორგი რურუას საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს მონიტორინგის შედეგებს წარადგენს

გამოქვეყნდა:

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" დღეს, 28 ივლისს პატიმარ გიორგი რურუას საქმეზე მონიტორინგის შედეგებს წარადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების დროს, არაერთხელ დაირღვა კონსტიტუცია.

მნიშვნელოვანია გამახვილდეს ყურადღება იმ ფაქტებზე, რომლის იდენტიფიცირებაც მოახდინა მონიტორინგის პროცესში, ეს არის დაკავების პროცესში ბრალდებულს არ მიეცა უფლება დაკავშირებოდა ადვოკატს და ასევე მის ოჯახის წევრებს. არცერთ საგამოძიებო მოქმედებაში, რომელიც, მოცემულ საქმეზე ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობას საჭიროებდა, სამწუხაროდ, ის ჩართული და ინფორმირებული არ იყო, - თქვა იურისტმა გიორგი კაკუბავამ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლება ამ პირობას ამ დრომდე არ ასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი