სი ძინპინმა პუტინი ჩინეთში დაპატიჟა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი  ჩინეთში დაპატიჟა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინი საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

"გუშინ, მე დავპატიჟე პრეზიდენტი პუტინი ჩინეთში წელს, მისთვის ხელსაყრელ დროს, რადგან წელს ჩინეთი რიგით მესამე საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს-  "ერთი სარტყელი, ერთი გზა". პრეზიდენტმა პუტინმა წინა ორ ფორუმში მონაწილეობა მიიღო", - თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა მიშუსტინთან შეხვედრისას. 

შეხვედრისას სი ძინპინმა მიშუსტინსაც მიმართა და უთხრა, რომ ისიც აუცილებლად უნდა ჩავიდეს ჩინეთში რაც შეიძლება ჩქარა, რათა მან მჭიდრო კავშირები დაამყაროს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ახალ პრემიერთან, ლი ციანთან. 

რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინი ჩინეთის პრეზიდენტის ამ შეთავაზებას დათანხმდა. 

შეგახსენებთ, რომ სი ძინპინი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 21 მარტს ჩავიდა. მის ვიზიტს გამოეხმაურნენ ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნებიც, რომლებმაც ჩინეთს მოუწოდეს, გამოიყენოს საკუთარი გავლენა რუსეთზე, რათა შეწყდეს ომი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი