ველით, რომ პეკინი გამოიყენებს გავლენას მოსკოვზე, რათა შეწყდეს ომი უკრაინაში - ნიკოლენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტს რუსეთში.

როგორც ნიკოლენკომ Pravda-სთან საუბრისას განაცხადა, უკრაინა მოელის, რომ პეკინი გამოიყენებს მის გავლენას მოსკოვზე და აიძულებს მოსკოვს, რომ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინაში. 

„უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს რუსეთში. ველით, რომ პეკინი გამოიყენებს თავის გავლენას მოსკოვზე, რათა აიძულოს ის [პუტინი] შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ", - თქვა ნიკოლენკომ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი