ანალენა ბერბოკი საქართველოში ჩამოდის | რას უკავშირდება ორდღიანი მოულოდნელი ვიზიტი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოულოდნელი ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტი მომენტის წინ - აპრილში ევროკომისიამ საქართველოს ევროინტეგრაციაზე შუალედური დასკვნა უნდა მოამზადოს. ანალენა ბერბოკი თბილისში ხვალ საღამოს მაკედონიიდან ჩამოვა, მთელ პოლიტიკურ კლასს, სამოქალაქო სექტორს და რაც მთავარია ქართული გაზაფხულის ერთ- ერთ ყველაზე აქტიურ ნაწილს - სტუდენტებს შეხვდება.

იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს რუსიფიკაციას წინ აღუდგნენ და რომელსაც ახლა ხელისუფლება რეპრესიებით უსწორდება. ანალენა ბერბოკი, შოლცის კაბინეტში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომელსაც პუტინის ომის დაწყებისთანავე უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია ჰქონდა, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტისას საოკუპაციო ხაზს ესტუმრება და 2008 წლის რუსეთის ომის შედეგებს თავად ნახავს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი