დემოკრატიის უკუსვლაზე განცხადებები სტიგმატიზაცია, საბჭოური მეთოდია - კობახიძე შაჰინისა და ბერბოკის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა დემოკრატიული უკუსვლა, სახელმწიფოს მიტაცება თუ სხვა, არის იმ ფეიკკამპანიის გაგრძელება, რომელიც წარმოებს და რომლის მთავარი ხაზი სტიგმატიზაციაა. 

მისივე განცხადებით, სტიგმატიზაციაა არის პიარ კამპანიის საბჭოური ფორმა, "აქედან გამომდინარე დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბარი ჩვენთვის არის მიუღებელი". მისი განცხადებით, "ვინც ახორციელებს სტიგმატიზაციას ყველა იყენებს საბჭოურ მეთოდებს". 

დემოკრატიულ უკუსვლაზე განცხადება გუშინ გააკეთა სენატორმა ჯინ შაჰინმა, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოდის თქვა, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავენ. აშშ-ში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა დირექტორმა თქვა, რომ მკაფიოდ გამოხატეს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე.

"მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც შეეხება ბერბოკის კომენტარს, მე კონტექსტი არ ვიცი და გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, რაც შეეხება სტიგმატიზაციას და ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიც არის დემოკრატიული უკუსვლა, ოლიგარქიზაცია, კლანი, სახელმწიფოს მიტაცება და ასე შემდეგ, ეს არის საბჭოური მეთოდები.

- ჯინ შაჰინი საბჭოურ მეთოდებს იყენებს?

- არ მაინტერესებს ვინ იყნებეს, ყველას მოვუწოდებთ, რომ ეს საბჭოური მეთოდები, სტიგმატიზაციის კამპანია, არ გამოიყენონ".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი