EU-ში გაწევრიანების გზა ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით, ღირებულებების მხრივ - ბერბოკი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზა ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით, ღირებულებების მხრივ.

როგორც გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, რომლებიც გულწრფელად დაუჭერენ მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

"ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში და გვინდა, რომ ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ, ვინც თანასწორად და გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვინაიდან ვართ მეგობრები, ჩემთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ. მათ შორის ის, რომ მარტივი არ არის ამ ინტეგრაციის გზის გავლა ევროკავშირში. ჩვენ ვნახეთ ცალკეულ ქვეყნებში გასული წლების და ათწლეულების განმავლობაში აუცილებელია რეფორმები, გარკვეული მუხტის არსებობა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდანაც ძალისხმევა და ეს გზა ვერ შემოკლდება, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ღირებულებების მხრივ", - ამბობს ბერბოკი. 

იხილეთ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი