რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში - უკრაინა დაუყოვნებლივ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის ბოლო განცხადებები ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების განზრახვასთან დაკავშირებით არის პუტინის კრიმინალური რეჟიმის კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების პრინციპებს - ნათქვამია უკრაინის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც დმიტრო კულებას უწყება ბელარუსში, ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

განცხადება ამის შესხებ რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა. მისი თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა ბელარუსში 1-ელ ივლისამდე დასრულდება

უკრაინა ამ საკითხთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს:

"უკრაინა მოელის ეფექტურ ქმედებებს დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, აშშ-სა და საფრანგეთის მიერ კრემლის ბირთვული შანტაჟის წინააღმდეგ, კერძოდ, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ აგრესიის საფრთხის თავიდან აცილებაზე ბირთვული იარაღის გამოყენებით.  ჩვენ მოვითხოვთ ამ მიზნით დაუყოვნებლივ იქნას მოწვეული  გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა" ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყება დიდი შვიდეულის ქვეყნებსა და ევროკავშირს მიმართავს, გააფრთხილონ ბელარუსის ხელისუფლება ქვეყნისთვის სამომავლო შედეგებზე, რომელიც ტაქტიკური ბირთვული იარაღის ქვეყანაში განთავსებას მოჰყვება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი