"მზად ვართ ვუპასუხოთ სანქციებით" - ბორელი ბელარუსში, რუსული ბირთვული იარაღის განთავსებაზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელი რუსეთი ახალი მოსალოდნელი სანქციების შესახებ გააფრთხილა, იმ შემთხვევაში, თუ ის ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს:

"რუსული ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში ნიშნავს უპასუხისმგებლო ესკალაციას და საფრთხეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს შეუძლია შეაჩეროს ეს. ეს მათი არჩევანია. ევროკავშირი მზად არის უპასუხოს შემდგომი სანქციებით", - წერს ბორელი Twitter-ზე. 

შეგახსენებთ, რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ განცხადება პუტინმა გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ საცავის მშენებლობა 1-ელ ივლისამდე დასრულდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინამ გაეროს უშიშრობის საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ შეკრება მოითხოვა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი