
დასავლეთის რეაქცია არ შეცვლის რუსეთის გეგმებს, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში განათავსოს, - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან გააკეთა.
"ამგვარი რეაქციები, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის რუსეთის გეგმებს. პრეზიდენტმა განმარტა ყველაფერი თავის განცხადებაში, რომელიც მან შაბათს გააკეთა, არაფერია დასამატებელი", - უთხრა პესკოვმა რუსულ სამთავრობო მედიას.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს განათავსებდა. მის ამ განცხადებას კრიტიკით შეხვდნენ დასავლეთში.