რუსეთი სომხეთის რომის სტატუტთან მიერთებას დაუშვებლად მიიჩნევს, ერევანს გაფრთხილება გაეგზავნა - "რია"

გამოქვეყნდა:

სომხეთის გეგმას, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებას, რუსეთი მიუღებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, Ria Novosti, საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

რუსული მედიის ცნობით, ამასთან დაკავშირებით რუსეთმა სომხეთს მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ რომის სტატუტის საბოლოოდ შეერთებას შეიძლება უკიდურესად ნეგატიური შედეგები ჰქონდეს ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის. 

"მოსკოვი აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს ოფიციალური ერევნის გეგმებს, შეუერთდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს, რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ iCC-ის უკანონო და კანონიერად ბათილი ბრძანების ფონზე", - ციტირებს "რია" წყაროს. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რომის წესდების რატიფიცირება დაადასტურა. 

ახლა კი რომის წესდება სომხეთის პარლამენტმაც უნდა დაადასტუროს, ამის შემდეგ კი ქვეყანა ოფიციალურად გახდება სტატუტის წევრი. 

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია-ლვოვა ბელოვას დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ სომხეთი საბოლოოდ შეუერთდება რომის სტატუტს, ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში მათ პუტინის დაკავების ვალდებულება ექნებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი