ბახმუტთან რუსული ბომბდამშენი ჩამოვაგდეთ - უკრაინის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათმა საზეინტო-სარაკეტო დანაყოფებმა ქალაქ ბახმუტთან რუსული ბომბდამშენი Су-24М ჩამოაგდეს. 

უწყების ცნობით, თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 13:30 საათზე განადგურდა.

ბახმუტი ისევ რჩება ფრონტის ხაზის ცხელ წერტილად. 28 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი ახლა მიმდინარეობს, ვითარება ადგილზე სტაბილურად მძიმეა. მისივე თქმით, მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის ადამიანურ რესურსებში, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში, მაგრამ აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი