ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შალვა რამიშვილის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებს არ გმობს და პირიქით, ყველას მოუწოდებს მის წინააღმდეგ "პოლიტიკური შეტევა" შეწყვიტონ. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ ვერ იქნება იმ "კამპანიის მხარდამჭერი", რომელიც შალვა რამიშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. 

"მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე დღეს კომენტარს, ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები რა თქმა უნდა, ამ კამპანიის მხარდამჭერი. 

POSTV გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო "მთავარ არხს", გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს, ეს არ მოსწონს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას, აქედან გამომდინარე დაიგეგმა კონკრეტული კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის "პოსტივის" ერთ-ერთი სახე", - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, "ყველაფრის დეტალები" არ იცის, მაგრამ სადაც ქალთა მიმართ ძალადობაა, ამას დაგმობს. მისივე მტკიცებით, იცის, რომ "ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ".

ბოლო დღეების განმავლობაში შალვა რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. "ფორმულამ" გაავრცელ ანანია გაჩეჩილაძის გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, რომელიც რამიშვიის წინააღმდეგ პოლიციასაც მიმართა. ამ ისტორიების, მათ შორის მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძეზე. 

თათია სამხარაძემ  POSTV-ის ხელმძღვანელ, შალვა რამიშვილს ტელეკომპანია "იმედში" ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა სექსუალური შევიწროების გამო და დავა მოიგო. რამიშვილმა გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება დატოვა ძალაში. რამიშვილს აღნიშნული უზენაესში აღარ გაუსაჩივრებია.

26 მარტს თათია სამხარაძემ Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "პოსტივი" იტყუება, თითოს ის ენმ-ის წევრის, დიმა ჩიქოვანის ბინიდან ვერ გამოდის, აქვს ჩალურჯებები. სამხარაძე ვიდეოს სახლიდან წერს, სადაც მამამისთან ერთადაა და ამბობს, რომ არანაირი დაზიანებები მას არ აქვს.

24 მარტს, გვიან ღამით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში, წერეთლის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მასთან  პოლიცია POS TV-ის მიერ, 112-ში განხორციელებულო ზარის შემდეგ მივიდა. უწყებაში "ჟურნალისტმა" ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმამ,  სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.  

შსს-მ გამოძიება ძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლებით დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებმა დანაშაულის ნიშნები ვერ ნახეს და შესაბამისად დაკავებულიც არავინაა. 

სამხარაძის თქმით, იმის მაგივრად რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ იმ დანაშაულებით, რომლებსაც შალვა რამიშვილი ჩადის, "პოსტივისთან" ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს. ის ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, საქართველოში საფრთხეშია.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი