ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს

გამოქვეყნდა:

მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ამერიკის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას CNN სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენებენ.

გამოძიება ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდს, პორნოვარსკვლავისთვის ფულის გადახდას იმის სანაცვლოდ, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობაზე საუბარი შეეწყვიტა. 

მოსალოდნელია, რომ ტრამპი სასამართლოში სამშაბათს გამოცხადდება. მან გამოაქვეყნა განცხადება და მომხდარს პოლიტიკური დევნა და ისტორიაში ყველაზე დიდ დონეზე არჩევნებში ჩარევა უწოდა.

CNN-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ტრამპს ბიზნეს საქმიანობაში თაღლითობასთან დაკავშირებული 30-ზე მეტი ბრალდება ემუქრება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი