
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისზე ამბობს, რომ ის "შემსრულებელია" და გამოძიება უნდა დაინტერესდეს ვინ იყო ორგანიზატორი.
"მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და უნდა გაირკვეს ასევე ორგანიზატორები, ვინ იყვნენ, ვინ დააორგანიზა ეს ყველაფერი. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი, მან შეასრულა და ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს, და რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ვინ იყო ორგანიზატორი", - თქვა კალაძემ.
21 წლის დაკავებულ აქტივისტზე დღეს კიდევ ერთხელ ილაპარაკა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მას ანარქისტი უწოდა. იხილეთ ღარიბაშვილის განცხადებები: