"არ ვფიქრობ რა ხდება სანქტ-პეტერბურგში, ამაზე რუსეთმა უნდა იფიქროს" | ზელენსკი ტატარსკის აფეთქებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სანტ-პეტერბურგის კაფეში რუსი სამხედრო ჟურნალისტის, ვლადნელ ტატარსკის აფეთქებას ეხმაურება. მისი განცხადებით, მომხდარი რუსეთის საფიქრალია და არა მისი.

"მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება ახლა სანქტ-პეტერბურგში ან მოსკოვში. რუსეთმა უნდა იფიქროს ამაზე. მე ვფიქრობ ჩემს ქვეყანაზე", - თქვა ზელენსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, კაფეში მომხდარ აფეთქებას რუსი სამხედრო ჟურნალისტი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა. რუსული მედიის ცნობით, აფეთქების დროს დაშავდა კაფეში მყოფი 32 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტატარსკი ე.წ თოჯინა ბომბით ააფეთქეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით 1997 წელს დაბადებული დარია ტრეპოვა დააკავეს. რუსეთის ნაციონალური ანტი-ტერორისტული კომიტეტის მტკიცებით, აფეთქება უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, რაშიც მათ რუსეთში დაპატიმრებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები დაეხმარნენ. მათივე მტკიცებით, სწორედ ნავალნის მხარდამჭერია დარია ტრეპოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი