აშშ-ის სანქციები ქართველ მოსამართლეებს | უმძიმესი ბრალდებები ოლიგარქის კლანის მისამართით

გამოქვეყნდა:

გირგვლიანის საქმის განხილვით დაწყებული და სანქციებით დასრულებული კარიერა. ლევან მურუსიძე, ქართული სასამართლო სისტემის ოდიოზური ლიდერი, ისტორიაში შედის როგორ პირველი ქართველი, რომელსაც საერთაშორისო სანქციები დაეკისრა. ბრალდება უმძიმესია - კორუფციაში მონაწილეობა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრა, რაც პირდაპირ ნიშნავს ქართული სასამართლო სისტემის განადგურებას და მის დამორჩილებას პოლიტიკური ინტერესებისთვის. 

ლევან მურუსიძე პირველად საზოგადოებამ სწორედ გიგრგვლიანის საქმიდან და შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით გაიცნო. ის მთავარი ფიგურაა ამ ისტორიაში მიხეილ ჩინჩალაძესთან, ირაკლი შენგელიასთან და ვალერი ცერცვაძესთან ერთად. სწორედ მურუსიძეს ჩააბარა ოლიგარქმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემა - მისიით, მომხდარიყო რეფორმირება. რეალურად კი ოლიგარქის მიზანი სასამართლოზე სრული კონტროლის დამყარება იყო, რაც დადასტურდა ამ სქემის ორგანიზატორის დასანქცირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი