"ოცნებას" ვურჩევ ფუკუიამასაც საბჭოურ სტილში არ შეუტიოს - ილვესი სტატიას "რუსეთი საქართველოში იმარჯვებს" ეხმაურება

გამოქვეყნდა:

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი ეხმაურება სტატიას Foreignaffairs -ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით - "რუსეთი საქართველოში იმარჯვებს", რომლის ავტორებიც იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, პოლიტეკონომისტი და მწერალი ფრენსის ფუკუიამა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე არიან. 

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, კრიტიკული სტსტიის ავტორს არ შეუტიოს საბჭოურ სტილში, როგოც ეს გააკეთა შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი კარლ ბილდტის წინააღმდეგ. 

"რუსეთი იმარჯვებს საქართველოში. ფუკუიამა ფრენსის მიერ. 

საქართველოსთვის არ არის კარგი, როცა ამას მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საგარეო პოლიტიკისა და დემოკრატიის მოაზროვნე ამბობს.

მე ვურჩევდი საქართველოს, არ შეუტიონ ფრენკს საბჭოურ სტილში, რაც მათ კარლ ბილდტის წინააღმდეგ გააკეთეს" ,- წერს ილვესი. 

ცნობისთვის, საქართველო არაა მზად ახალი ნაბიჯისთვის EU-სთან ურთიერთობებში, დღეს არალიბერალური რეჟიმია - ეს განცხადება კარლ ბილდტმა 14 ივნისს გააკეთა. 

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის 22 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს, "ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან". მეორე დღეს ამავე შინაარსის განცხადებები ირაკლი კობახიძემ გაიმეორა.

დასავლელი პოლიტიკოსი ღარიბაშვილის განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა და დაწერა, რომ პრემიერი რელსებიდანაა გადასული. მისვე თქმით, ღარიბაშვილი ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი