"პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები უკრაინის სამხედრო ძალების შესახებ მცდარ ინფორმაციასაც შეიცავს" | რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

Routers-ის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ესპანეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები არა მარტო სიმართლეს, არამედ უკრაინის სამხედრო ძალების შესახებ მცდარ ინფორმაციასაც შეიცავს.

როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს შეესაბამება, რელევანტურობა დაკარგა.

"ძალიან ბევრი ინფორმაციაა, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ინფორმაციამ, რომელიც სიმართლეა, რელევანტურობა დაკარგა", - განაცხადა მან.

ამასთან, რეზნიკოვი საიდუმლო დოკუმენტებზე საუბრისას ამბობს, რომ მონაცემების გაჟონვა განგებ მოხდა, რათა კიევსა და მის მოკავშირეებს შორის უთანხმოება ჩამოვარდეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დოკუმენტების გაჟონვის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი