
ჟურნალმა Time-მა 2023 წლის პლანეტის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია გამოაქვეყნა, - სიაში მოხვდა უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა.
სია ექვსი კატეგორიისგან შედგება:
"ლიდერების" კატეგორიაში - უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ალექსანდრა მატივიჩუკი, აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იაპონიის პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა და რუსეთში დაკავებული The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, აშშ-ის მოქალაქე ევანი ჰერშკოვიჩი არიან.
"ტიტანების" სიაში მოხვდნენ - ილონ მასკი, ფეხბურთელი ლიონელ მესი, მომღერალი ბიონსე და "ფაიზერ- ბიონტექს" ვაქცინის შემქმნელები უგურ შაჰინი და ოზლემ ტურეჯი.
"ინოვატორების" კატეგორიაში მოხვდნენ - OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი, სუპერმოდელი ბელა ჰადიდი და ამერიკელი რეპერი დოჯ ქეთი.
"კერპების" კატეგორიას იკავებს - ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III, მწერალი სალმან რუშდი, ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრეინერი, რომელიც რუსეთმა აშშ-ს იარაღით მოვაჭრეში გაუცვალა.
"არტისტების" სიაში მოხვდნენ - ამერიკელი მსახიობი მაიკლ ბ.ჯორდანი, მსახიობები კოლინ ფარელი და დრიუ ბერიმორი
The Walt Disney Company-ის გენერალური დირექტორი ბობ აიგერი და ფეხბურთელი კილიან მბაპე "ინოვატორების" კატეგორიაში მოხვდნენ.