პოლონეთი უკრაინას MiG-29 ავიაგამანადგურებლებს ეტაპობრივად გადასცემს - დუდა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთი MiG-29 თვითმფრინავებს უკრაინას ეტაპობრივად გადასცემს, რადგან ამჟამად საკუთარი ავიაპარკს FA-50 და F-35 გამანადგურებლებით ანახლებს.

„ახლა ჩვენ ვუგზავნით MiG-29 თვითმფრინავებს უკრაინას. ალბათ, ეტაპობრივად გადავიტანთ ამ თვითმფრინავებს, ჩვენი რესურსებიდან. თუმცა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან ეს რესურსები ივსება ნატოს სტანდარტების ახალი თვითმფრინავებით, რომლებსაც ჩვენ ვყიდულობთ პოლონეთის არმიისთვის“, - განაცხადა დუდამ, ავსტრიის ლიდერ ალექსანდრ ვან დერ ბელენთან პრესკონფერენციაზე.

ანდჟეი დუდას თქმით, FA-50   პოლონეთმა სამხრეთ კორეისგან შეიძინა პირველი პარტია ქვეყანაში ამ ზაფხულს ჩავა, ხოლო F-35 თვითმფრინავები აშშ-სგან.

შეგახსენებთ, MiG-29 ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა პოლონეთმა გერმანიას სთხოვა და თანხმობა მიიღო.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი