პენტაგონის დოკუმენტებით, ეგვიპტემ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდების გეგმა შეაჩერა და უკრაინისთვის ჭურვების წარმოება გადაწყვიტა - WP

გამოქვეყნდა:

აშშ-ის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებების შემდეგ, ეგვიპტემ შეაჩერა გეგმა, რომ რუსეთისთვის საიდუმლოდ  მიეწოდებინა რაკეტები, ამის მაგივრად კი გადაწყვიტა, უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება დაეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post ავრცელებს პენტაგონიდან გაჟონილ ხუთ დოკუმენტზე დაყრდნობით, რომლის შესახებაც აქამდე ცნობილი არ ყოფილა. 

გასულ კვირას, Washington Post-მა აქამდე ცნობილ გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი, ელ სისი 2023 წლის თებერვალში რუსეთისთვის 40,000-მდე რაკეტის საიდუმლოდ მიწოდებას გეგმავდა. 
თუმცა, ახლა გამოჩენილ დოკუმენტებში ირკვევა, რომ საკუთარი გეგმა ეგვიპტის პრეზიდენტმა მარტშივე წაიღო უკან.

ახალი დოკუმენტის თანახმად, ეგვიპტე 152მმ-იან და 155მმ-იან საარტილერიო ჭურვებს წარმოებას დაიწყებს, რომლებსაც ამერიკას მიყიდის, ამერიკა კი თავის მხრივ ჭურვებს უკრაინას გადასცემს.

გამოცემა წერს, რომ დოკუმენტები არ ჩანს განაახლა თუ არა კაირომ მოსკოვისთვის რაკეტების მიწოდების გეგმა, თუ მან უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება დაიწყო.

როგორც გამოცემა აღნიშნავს,  მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტეს დიდ ხნიანი დიპლომატიური და სამხედრო ურთიერთობები აქვს რუსეთთან, იგი ამერიკისთვის მაინც ერთ-ერთ ყველაზე სანდრო პარტნიორად ითვლება შუა აღმოსავლეთში, რომელიც აშშ-სგან ყოველ წელს 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას იღებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი