
BBC-ის გადამოწმების დეპარტამენტმა გადაამოწმა და დაადასტურა უკრაინული მედიის დასკვნები, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას გენიჩესკსა და ყოფილი რეკრეაციული ცენტრის "ბრიგანტინის" ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
მედიის ცნობით, პუტინი არაბატის შპიტზე, გენიჩესკის სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში იყო. აღნიშნული კადრები გეოლოკაციით დასტურდება.



შეგახსენებთ, რომ რუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღდგომამდე ჩავიდა.