რურუას საქმეზე კითხვები არსებობდა, მნიშვნელოვანია სასამართლო დამოუკიდებელი იყოს - დეგნანი

გამოქვეყნდა:

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, პატიმარ გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები იყო და მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და სამართლიანად მიიღოს.

იყო გარკვეული კითხვები სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე, ჩვენ წამოვჭერით გარკევული კითხვები მისი დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით, გეტყვით იმას, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება დამოუკიდებლად და სამართლინად, - თქვა კელი დეგნენმა.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გიორგი რურუამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "სიმართლე ყოველთვის იპოვნის გზას". 

დაცვის მხარე აღნიშნულ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი