
ბულგარეთმა უკრაინიდან საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო - უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერმა, გილიბ დონეევმა გააკეთა.
აკრძალვა არ შეეხება ტრანზიტულ საქონელს.
"ჩვენ იძულებულნი ვართ მივიღოთ ეს ეროვნული ზომა, რადგან ევროპული ხელისუფლება ჯერ კიდევ განიხილავს ადეკვატურ ზომას. იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი მოისმენს და გაიგებს ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის პოზიციებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ, უკრაინას, მაგრამ ბულგარელი ფერმერების გაკოტრება არაფერს შველის“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 15-16 აპრილს, უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება პოლონეთმა და უნგრეთმაც მიიღეს. გადაწყვეტილებას ევროკომისიამ მიუღებელი უწოდა.