
კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი სამართალდამცველებს დაუპირისპირდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემა Unian წერს, რომ მოქალაქეებმა კულტურის სამინისტროს მიერ დალუქული შენობის დამცავი ჟალუზები დააზიანეს. ამავე შენობაში შესვლას ცდილობდა მოსკოვის საპატრიარქოს მრევლიც.
კიევის პოლიციის ცნობით, სამართალდამცავებმა კიევ-პეჩერის ლავრა უკვე დატოვეს და ახლა ინციდენტის იურიდიული კვალიფიკაციის საკითხი წყდება.
ცნობისთვის, 300 წლის განმავლობაში პირველად, კიევ-პეჩერის ლავრის ტაძარში, სააღდგომო წირვა უკრაინულ ენაზე აღევლინა.