
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, პარტიის თბილისის საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენლის ლილე ლიპარტელიანის ოჯახის წევრის დაკავების ფაქტს ეხმაურება. დეკანოიძე ამბობს, რომ მოწმეების უარყოფის მიუხედავად, გამოძიება დეპუტატის ოჯახის წევრს მძიმე მუხლს ედავება, რაც მისივე შეფასებით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა
"სწორედ იმიტომ, რომ ლილეს პოლიტიკურ საქმიანობას ხელი შეეშალოს და იმის გამო, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ პატიობს არავის ასეთი სქემების გამოაშკარავებას და პოლიტიკურ აქტიურობას, მისი ოჯახის წევრს, 20 მოწმის ჩევენების უგულვებელყოფით, ედავებიან ძალიან მძიმე მუხლს" ამბობს დეკანოიძე.
ლილე ლიპარტელიანის ოჯახს წევრი გუშინ დააკავეს. ამ საქმესთან დაკავშირებით, გადაღებაზე მისულ "მთავარი არხის" ჟურნალისტებს რესპოდენტი თავს დაესხა.
ჟურნალისტი და ოპერატორი მომხდართან დაკავშრებით, გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია რომელი მუხლით დაიწყება გამოძიება - ძალადობის, თუ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის.