ანტიამერიკული კამპანიის მიუხედავად, მოსამართლეთა ნაწილი, სასწავლო პროგრამით, აშშ-ში გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

მოსამართლეთა ნაწილი სასწავლო პროგრამით აშშ-ში გაემგზავრა. როგორც ჩანს, კლანის ანტიამერიკული კამპანიის მიუხედავად, ოთხი მოსამართლე, ეკა არეშიძე, ლევან დარბაიძე, ნინო ელეიშვილი და თამარ ჩიხლაძე კლანის მითითებებს არ დაემორჩილნენ და აშშ-ში გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღეს.

მათ გარდა აშშ-ში სასწავლო პროგრამით მიწვეული იყო კიდევ ოთხი მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, ნანა ჯოხაძე და ბადრი კოჭლამაზიშვილი, თუმცა ოთხეულმა კორუმპირებულ კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადა, ანტიამერიკულ კამპანიაში ჩაერთო და სასწავლო ვიზიტზე უარი თქვა.

აშშ-ში მოსამართლეთა გამგზავრებას უკვე მოჰყვა კრიტიკა კლანის მხრიდან, მაგალითად მოსამართლე მურუსიძე, რომელსაც შტატებში შესვლა ახლა საქნციების გამო არ შეუძლია, ამერიკაში სასწავლებლად წასულებს აკრიტიკებს და შენობების დასათვლიერებლად ჩასულებს უწოდებს.

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი