
თელავის რაიონულმა სასამართლომ თუშეთის მაღალმთიან სოფელ ჭეშოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 36 წლის ჯაბა ქააძეს პატიმრობა შეუფარდა - აღკვეთი ღონისძიების საკითხზე მსჯელობა სასამართლოში უკვე დასრულდა.
პროკურორი სხდომაზე ბრალდებულისათვის პატიმრობას ითხოვდა, ვინაიდან მისი თქმით, არსებობს მიმალვის, ხელახალი დანაშაულის ჩდენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. დაცვის მხარემ 20 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ვინაიდან ადვოკატები ფიქრობენ, რომ ქააძე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა.
ამასთან, ნაწილობრივ აღიარა ბრალი თავად ბრალდებულმა ჯაბა ქააძემ.
ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ჯაბა ქააძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა,) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ჭეშოში 20 აპრილს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯაბა ქააძემ სანადირო თოფიდან გასროლით, თანასოფლელი ნოდარ ნეკერაული მოკლა. პროკურატურა მას განზრახ მკვლელობას ედავება.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 ივნისს არის ჩანიშნული.
ავტორი: ია გულიაშვილი
ამავე თემაზე: