7 საათზე გელოდებით მთელ საქართველოს, დაგვიდექით გვერდში - კანცელარიასთან პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია კანცელარიასთან გრძელდება. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ადმინისტრაციასთან ყველას ელოდებიან 19:00 საათზე, რათა დედებს გვერდით დაუდგნენ.

"ამ ბავშვებს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ეს მედიკამენტი, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, დღეს მათ სჭირდებათ, ხვალ  არავინ იცის ვის დასჭირდება. გამოდით, დაგვიდექით გვერდში, ნუ შეგეშინდებათ. შვიდ საათზე გელოდებით მთელ საქართველოს, ყველა დედას, ყველა მამას, ყველა ბებიას, ბაბუას, შვილს, ყველა ადამიანს, ვისაც გული გტკივათ, მოდით დაგვიდექით გვერდში, ვიბრძოლოთ ერთად და გადავარჩინოთ ამ ადამიანების სიცოცხლე," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 

მშობლებმა ცოტა ხნის წინ უპასუხეს პრემიერის დღევანდელ განცხადებასაც, რომ პოლიტიკოსები მათ იყენებენ. 

იხილეთ ღარიბაშვილის განცხადებები:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი