მსოფლიო მასშტაბის კიდევ ერთი ორგანიზაცია ნიკა გვარამიას შეწყალებას მოითხოვს. ჰელსინკის კომისია სალომე ზურაბიშვილს სპეციალური წერილით მიმართავს. გზავნილში, რომელსაც შეერთებული შტატების კონგრესმენები აწერენ ხელს, კიდევ ერთხელ არის დადასტურებული, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ის ყალბი ბრალდებით არის დაკავებული და გვარამიას დაპატიმრება ქვეყნის ევროინტეგრაციასა და დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის. წერილის ავტორები ერთხმად მოუწოდებენ პრეზიდენტს, შეიწყალოს მედიამენეჯერი.