"ჯერ არ ვიცით, მიგვიყვანს თუ არა ეს სამშვიდობო გეგმამდე" | კირბი ზელენსკი - სი ძინპინის საუბარზე

გამოქვეყნდა:

"ჯერ არ ვიცით, მიგვიყვანს თუ არა ეს სამშვიდობო გეგმამდე", - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარს.

"ეს ძალიან კარგია, მაგრამ მიგვიყვანს თუ არა ეს მშვიდობისკენ რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯამდე, გეგმამდე ან წინადადებამდე, ჯერ არ ვიცით. ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ გვინდა ამ ომის დასრულება და იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გავა უკრაინიდან, ის შეიძლება, დაუყოვნებლივ დასრულდეს. მაგრამ ახლა ეს ასე არ ჩანს", - განაცხადა კირბიმ.

მან ასევე ისაუბრა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში ჩინეთის როლსა და შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ აშშ მიესალმება მშვიდობის დამყარების ნებისმიერ მცდელობას, თუ ეს მშვიდობა უსაფრთხო და ხანგრძლივია, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებები მაშინ გაიმართება, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლომიდირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი