
ევროპაში აშშ-ის სამხედრო მეთაურის, კრისტოფერ კოვალის თქმით, უკრაინელები კონტრშეტევებისთვის "კარგ მდგომარეობაში არიან".
"მოდელირების მიხედვით, რომელიც ჩვენ მათთან [უკრაინელებთან] ერთად ფრთხილად გავაკეთეთ, [კონტრშეტევებისთვის] კარგ მდგომარეობაში არიან", - თქვა კოვალიმ და აღნიშნა, რომ ამერიკამ უკრაინასთან ერთად იმუშავა შესაძლო მოულოდნელ თავდასხმებზე.
კოვალიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სახმელეთო ძალები ახლა უფრო დიდია, ვიდრე კონფლიქტის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში დიდი დანაკარგი განიცადა.