"ქართული ოცნების" ახალი სტრატეგიაა, მოდით დავემსგავსოთ ორბანს - ჰელსინკის კომისიის მრჩეველი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციას ეხმაურება, რომლის სპიკერთა შორის საქართველოს პრემიერმინისტრიცაა.

ჩეჩირე წერს, რომ "ქართული ოცნების" ახალი სტრატეგიაა, დაემსგავსოს უნგრეთის პრემიერმინისტრ ორბანს.

„ქართული ოცნების“ ახალი სტრატეგია: "მოდით დავემსგავსოთ ორბანს, მაგრამ ოკუპაციის დროს. ბევრად უფრო არასტაბილურ სამეზობლოში, ნაკლები სავაჭრო/ეკონომიკური უპირატესობებით და ნატო/ევროკავშირის წევრობის გარეშე",- დაწერა ანალიტიკოსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.  

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა. კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება.

სპიკერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, თუმცა უცნობია დაესწრება თუ არა საქართველოს პრემიერმინისტრი კონფერენციას.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი