გირჩევდით, აშშ-ის ელჩს ჰკითხოთ, არის თუ არა ფაშისტური კონფერენცია - პაპუაშვილი ღარიბაშვილის CPAC-ში მონაწილეობაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) საქართველოს პრემიერის მონაწილეობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა ფორმას იყენებენ ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციისთვის. 

მან ჟურნალისტს "ურჩია", რომ აშშ-ის ელჩს ჰკითხოს, ფიქრობს თუ არა, რომ ეს კონფერენცია ფაშისტური და ანტიდასავლურია. მისი თქმით, ოპოზიციის შეფასების მიხედვით გამოდის, რომ აშშ-ის პრეზიდენტები, რეიგანი, ბუში და ტრამპი ანტიდასავლელები არიან, რადგან ამ კონფერენციის მონაწილეები იყვნენ.

"როგორც იცით ეს კონფერენცია არის ამერიკელი კონსერვატორთა კავშირის მიერ ორგანიზებული. მე გირჩევდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კითხოთ, არის თუ არა ეს ფაშისტური კონფერენცია, როგორც ამას თქვენ უწოდებთ. თქვენ, რეიგანს, ბუშს, დონალდ ტრამპს უწოდებთ ფაშისტ პრეზიდენტებს, ეს არის? 

ოპოზიციისგან მოვისმინეთ ეს შეფასებები, რომ თითქოს ფაშისტურია, თითქოს ანტიდასავლურია, ანუ გამოდის, რომ რეიგანი, ბუში და დონალდ ტრამპი ანტიდასავლელები არიან. ისინი იყვნენ ამ მონაწილეები მათ შორის და რონალდ რეიგანი დამფუძნებელ კონფერენციაზე გამოვიდა, ზუსტად ამ კონფერენციის. 

ამიტომ, ერთი, გირჩევდით, რომ თუ გაინტერესებთ ამ კონფერენციის ისტორიები და მისი პოზიციები, ამერიკის შეერთებული შტატები წარმოდგენილია საქართველოში და კითხოთ, რამდენად თვლის საელჩომ, რომ ეს კონფერენცია ანტიდასავლურია, ან ფაშისტურია ან კიდევ სხვა ტერმინი, ასეთი. 

რაც შეეხება ამ ღონისძიებას, ეს გახლავთ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ღონისძიება, სწორედ ამერიკელი კონსერვატორების მიერ ორგანიზებული, სადაც მიწვეული საქართველოს პრემიერ-მინისტრი და რა თქმა უნდა ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმასა და ფორუმს, რომ გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატიული კონფერენციის სპიკერებს შორის არის. ამ სიაში ღარიბაშვილის გამოჩენას ნეგატიურად შეხვდნენ ქვეყნის დასავლელი პარტნიორები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი