უკრაინამ არაფერი იცის რომის პაპ ფრანცისკეს "სამშვიდობო ინიციატივის" შესახებ - CNN

გამოქვეყნდა:

CNN უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ კიევმა არაფერი იცის რომის პაპ ფრანცისკეს "სამშვიდობო ინიციატივაზე", რომელზეც მან ჟურნალისტებთან კვირას, ბუდაპეშტში ვიზიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"პრეზიდენტი ზელენსკი არ დათანხმდა რაიმე მსგავს დისკუსიას უკრაინის სახელით. თუ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაშინ ჩვენ არ ვიცით მათ შესახებ და ისინი მიდის ჩვენი თანხმობის გარეშე", - განუცხადა CNN-ს პრეზიდენტის ოფისთან დაახლოებულმა უკრაინელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო პაპის ნებისმიერი როლი, მას შემდეგ რაც ფრანცისკემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვატიკანი არის უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მისიის ნაწილი - "მისია ახლა მიმდინარეობს, მაგრამ ის ჯერ არ არის საჯარო", - თქვა მან უნგრეთში სამდღიანი მოგზაურობის შემდეგ. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი