უკრაინის ცნობით, რუსეთმა ღამით 26-მდე "შაჰიდის" დრონი გამოიყენა - ჩამოგდებულია 21

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ ღამით რუსეთმა თავდასხმისას ჯამში 26-მდე უპილოტო საფრენი აპარატი (Shahed-136/131) გამოიყენა, რომელთაგან 21 ჩამოაგდეს. 

უწყება ამბობს, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას ჩრდილოეთიდან (ბრიანსკის ოლქი) და სამხრეთიდან (აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო).

3 მაისის ღამეს კიევსა და უკრაინის რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ დედაქალაქის გარშემო გაანადგურეს მოწინააღმდეგის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი