უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთი ბრძენი ეროვნული ლიდერი ჰყავს, მებრძოლი ქრისტიანი კაცი - ღარიბაშვილი ორბანზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავთ.

ღარიბაშვილის აზრით, ორბანი მებრძოლი ქრისტიანი კაცია.

"განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია", - თქვა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ასევე: 

ცნობისთვის, კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური ყრილობაა. გამომსვლელთა სიაში ღარიბაშვილის გამოჩენას ნეგატიურად შეხვდნენ ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი