"პესკოვი იტყუება" - თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის თქმით,  პესკოვის განცხადება, რომ მოსკოვზე დრონით თავდასხმის უკან ვაშინგტონი დგას უბრალოდ სიცრუეა.

"ჩვენ ნამდვილად არ ვკარნახობთ პირობებს, რომლითაც ისინი თავს იცავენ ან ოპერაციებს, რომლებსაც ისინი ატარებენ..ჩვენ არაფერი გვაქვს ამასთან საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება" - ამბობს კირბი

კირბიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პესკოვმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ კრემლზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის უკან აშშ დგას. 

შეგახსენებთ, გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ კრემლზე 2 მაისის ღამეს, დრონებით იერიში მიიტანა. აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. კრემლზე თავდასხმის ვერსიის გავრცელების შემდეგ, მოსკოვის მერმა დრონები აკრძალა

უკრაინა რუსეთის ბრალდებებს უარყოფს. ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ: "ჩვენ თავს არ ვესხმით პუტინს ან მოსკოვს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს", - თქვა ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი თქვა: "კრემლიდან წამოსულ ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვით შევხედავდი"

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი