"კრემლიდან წამოსულ ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვით შევხედავდი" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ უკრაინის მიმართ რუსეთის ბრალდებებს პასუხობს.

ბლინკენის თქმით, ის რუსეთის ცნობებს ვერ დაადასტურებს.

"ჩვენ ეს უბრალოდ არ ვიცით. კრემლიდან წამოსულ ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვით შევხედავდი. ჩვენ ვნახავთ რა ფაქტები არსებობს და ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება ან სპეკულაცია ფაქტების ცოდნის გარეშე", - თქვა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ კრემლზე 2 მაისის ღამეს, დრონებით იერიში მიიტანა. აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. კრემლზე თავდასხმის ვერსიის გავრცელების შემდეგ, მოსკოვის მერმა დრონები აკრძალა

უკრაინა რუსეთის ბრალდებებს უარყოფს. ფინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ: "ჩვენ თავს არ ვესხმით პუტინს ან მოსკოვს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს", - თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი