"საქართველომ რომ ბავშვების დეპორტაციაზე რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, ამის 2 მიზეზი შეიძლება არსებობდეს" | არახამია

გამოქვეყნდა:

"საქართველომ რომ ბავშვების დეპორტაციაზე რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, ამის 2 მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ივანიშვილი რუსებს პირდაპირ მძევლად ჰყავთ აყვანილი ან უბრალოდ შეგნებულად აირჩიეს რუსული გზა", - ამის შესახებ ზელენსკის ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია "მთავარ არხთან" ინტერვიუში საუბრობს. 

"...ახლაც არ მჯერა, იმიტომ რომ ისეთმა ქვეყნებმა დაგვიჭირეს მხარი, რომლებიც ჩვენი მეგობრები არ არიან, რადგან საქმე ბავშვებს ეხება და ამის გამო პუტინს ჰააგის ტრიბუნალმა დაპატიმრების ორდერი გამოუწერა. 

საქართველომ რომ ასეთ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, ამის მხოლოდ 2 მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ერთი ის, რომ ივანიშვილი რუსებს პირდაპირ მძევლად ჰყავთ აყვანილი, როგორც ლუკაშნეკო, ან უბრალოდ შეგნებულად აირჩიეს რუსული გზა, მოსკოვისკენ მიდიან. მაგრამ ვიმეორებ, მაინც არ მესმის... ეს არ ეხებოდა ომს, არც სანქციებს. ეს ბავშვების საკითხია, ეს გენოციდია...

თუ გინდა, ევროკავშირში იყო, მაშინ ევროპის მთავარ გადაწყვეტილებებს მხარი უნდა დაუჭირო. ვიმეორებ, ბავშვებს ეხებოდა თემა, ამას "ოცნება" საკუთარ მომხრეებსაც ვერ აუხსნის", - ამბობს არახამია. 

ინტერვიუ სრულად: 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი