
"ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე "მთავარ არხთან" რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ ის დაცილებულია რელურ ინტერესებს და საჭიროებებს, რომელიც უკრაინელ ხალხს აქვს.
თალაკვაძის აზრით, სამწუხარო და სევდიანია, რომ ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, იცლის საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებების გასაკეთებლად.
"სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, მაღალჩინოსანი იცლის იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პირადად ეს ადამიანი რამდენად დაცილებულია იმ პრობლემებს, იმ რეალურ ინტერესებსა და საჭიროებებს, რომლებიც სამწუხაროდ ომში მყოფ უკრაინელ ხალხს დღეს აქვს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერას", - თქვა თალაკვაძემ.
იხილეთ: