
თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ თუ ის საკითხები, რაზეც პრემიერი საუბრობს წინააღმდეგობაში მოდის ევროპელი სოციალისტების პარტიასთან, მაშინ მათთან არაფერი ესაქმებათ. ასე გამოეხმაურა ის PES-ის განცხადებას "ქართული ოცნების" პოლიტიკური გაერთიანებიდან გარიცხვასთან დაკავშირებით.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს ამის გამეორება, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ეს არის, რითაც ვამაყობთ ხომ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი წარსული, ის ტრადიციები, ის ღირებულებები, რომელიც დაფუძნებულია, მაგალითად ერთი მაგალითი მომყავს - ოჯახი, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის და ჩვენ გვგონია და ვფიქრობთ, რომ ამ ღირებულებებით უნდა გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია და რასაც ამდენი წლების განმავლობაში ვაკეთებთ. როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გულდასაწყვეტია, თუ მათ მართლა აქვთ ეს დამოკიდებულება და მოდი ვნახოთ, რაზე ისაუბრა პრემიერმა და რაზე იყო ყურადღება გამახვილებული, იყო ტრადიციებზე, კულტურაზე, ღირებულებებზე, ოჯახზე, თუ ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პარტიასთან, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ არაფერი გვესაქმება ამ პარტიაში, თუმცა თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ყველასთან", - თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპელი სოციალისტების პარტიამ დაგმო ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა უნგრეთში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე. როგორც მათ განაცხადეს, ისინი მომდევნო სხდომაზე "ოცნებისთვის" სტატუსის შეჩერებას განიხილავენ. იხილეთ: